პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ბათუმში, გასვლით სხდომაზე, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების წლიური ანგარიში მოისმინა.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ კომიტეტის წევრებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ გააცნო.
მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას და მათ ფართო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს პროგრამები ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020-2022 წლების ფარგლებში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია სამუშაოს 355 987 მაძიებელი, აქედან 2022 წელს, 5 978 აქტიური სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა; ინდივიდუალური კონსულტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის, თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, სამუშაოს 80 092 მაძიებელს გაეწია. სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 17 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, აქედან 12 645 - 2022 წელს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის - საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ამოქმედება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირებისთვის. შესაბამისად, სოციალურად დაუცველ 30 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ 1539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 18 პირი კი ისრაელში, ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმდა. როგორც დასაქმების სააგენტოში BMG-ის უთხრეს, 2021 წლიდან, გერმანიასთან შეთანხმების ძალაში შესვლიდან 1600 ზე მეტი სამუშაო ნებართვა გაიცა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, ყურადღებას უდავოდ იმსახურებს საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომლითაც სულ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება ხდება.
„პარლამენტი აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიაზე, კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე, ასევე მივიღეთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცირდება უმუშევრობა, მაგრამ გვსურს, კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ და ადამიანები ემიგრაციაში კი არ მიდიოდნენ, არამედ თავისუფალ ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - განაცხადა ლომინაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი