მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

5e15970bec872
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 22:32
1101
ლეგენდარული ჯეიმს ბონდის არანაკლებ ლეგენდარული Aston Martin-ი აცახდებს, რომ მისი აქციების ფასი 16%-ით შემცირდა და აღნიშნავს, რომ კომპანია „2019 წლით ძალიან იმედგაცრუებულია“. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, მისი კონკურენტი Rolls-Royce-ისთვის 2019-ი სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ გასულ წელს 5,100 მანქანა გაყიდა.

Aston Martin-ი აღნიშნავს, რომ დილერების შეკვეთები მათ მანქანებზე 7%-ით შემცირდა. როგორც კომპანია აცხადებს, Aston Martin-ი შემოსავლებს 130-140 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში ელოდებოდა, რაც გასული წლების 247.3 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებია.

Aston Martin-ი იუწყება, რომ დღევანდელი მონაცემებით, თითო აქციის ფასი 4.50£-მდეა შემცირებული, მაშინ როცა კომპანიის აქციების ფასი 19 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრა 2018 წლის ოქტომბერში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საინტერესოა, რატომ არ ყიდულობენ მდიდარი ადამიანი ლეგენდარული ბრენდის მანქანას, რომლის არსებობაც უკვე 106-წლიან ისტორიას ითვლის, ეს მათი არასწორი მარკეტინგული კამპანიით აიხსნება, რადგან ვერ ახერხებენ მომხმარებლების მოზიდვას.