მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEGO გადამუშავებული ბოთლებისგან ასაწყობი კუბების წარმოებას განიხილავს

60d341091ab85
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.21 22:20
597
მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია LEGO დაახლოებით 3,500-მდე სახეობის სხვადასხვა ფორმის ასაწყობ კუბს უშვებს, თუმცა ამჟამად კომპანიის მთავარი გამოწვევა გადამუშავებული ბოთლების პლასტიკატის წარმოებაში ჩართვაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ LEGO-ს წარმომადგენლის ტიმ ბრუქსის თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია სწორად იქნას შერჩეული მასალა, რომელსაც გადამუშავებული ბოთლებისგან მიიღებენ, რათა მომხმარებელმა სხვაობა ვერ დაინახოს ძველ და ახალ ასაწყობ კუბებს შორის.

LEGO-ს წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პლასტიკატის ჩანაცვლებისთვის, ამასთან სათამაშოების მწარმოებელი კომპანია გეგმავს 2030 წლისთვის მთლიანად მდგარდი მასალების გამოყენებაზე გადავიდეს. 

ცნობისთვის, LEGO წელიწადში 110-დან 120 მილიარდ პლასტმასის ნაწილს აწარმოებს, რის შედეგადაც დაახლოებით 1,2 მილიონ ტონა ნახშირბადი გამოიყოფა.