13.ივლისი .2022 00:40

Lego თავის ბიზნესს რუსეთში განუსაზღვრელი ვადით აჩერებს

Lego თავის ბიზნესს რუსეთში განუსაზღვრელი ვადით აჩერებს
views 615
უკან

Lego თავის ბიზნესს რუსეთში განუსაზღვრელი ვადით ხურავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვრცელი შეფერხების გამო Lego მოსკოვში 90 თანამშრომელს ათავისუფლებს.

Lego-მ შეწყვიტა კონტრაქტი ფრენჩაიზის Inventive Retail Group-თან (IRG), რომელიც Lego-ს სახელით 81 მაღაზიას მართავდა.

IRG-მ, რომელსაც ასევე ჰქონდა მაღაზიები რუსეთში, როგორიცაა Nike და Samsung, განაცხადა, რომ Lego-სთან კონტრაქტი შეწყდა.

„LEGO ჯგუფმა გადაწყვიტა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტოს კომერციული ოპერაციები რუსეთში, დაძაბულ ვითარებაში მუდმივი ფართო შეფერხების გათვალისწინებით“, - თქვა Lego-ს წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა