მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEGO ვიეტნამში $1 მილიარდის ღირებულების ქარხანას აშენებს

61b5a9a4c5104
თათია კაკიაშვილი
12.12.21 16:07
679
LEGO ვიეტნამში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობას აანონსებს. ამგვარად კომპანია აზიაში LEGO-ს წარმოებულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნებას შეეცდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სათამაშოების მწარმოებელ გიგანტ კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციას განხორციელდება, ახალი საწარმო კი ქვეყნის მთავარ ბიზნეს ცენტრთან, ხო ში მინთან ახლოს იქნება. საგულისხმოა, რომ კომპანიას 2019 წლიდან რეგიონში ორნიშნა ზრდა აქვს.

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ვიეტნამის მთავრობის მხარდაჭერისთვის. სწორედ ვიეტნამის მთავრობა დაგვეხმარება ჩვენი ამბიციის მიღწევაში - ავაშენოთ პირველი ნახშირბად-ნეიტრალური ქარხანა“, - განაცხადა LEGO-ს ოპერაციების მთავარმა ოფიცერმა კარსტენ რასმუსენმა.

ცნობისთვის, ვიეტნამში LEGO-ს ახალი საწარმოს მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და შენობის სახურავზე მზის პანელების მონტაჟი იგეგმება. რაც შეეხება ქარხნის საწარმოო პროცესებს, მისი ოპერირება 2024 წლიდან იგეგმება, კომპანიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში საწარმო 4000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.