მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო " კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, ავიაციის ბაზარი შეისწავლოს

5e3bdfc88a257
BM.GE
06.02.20 13:39
871
“ლელო საქართველოსთვის” კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, ავიაციის ბაზარი შეისწავლოს.

„ჩვენი რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მკაცრად და საეჭვოდ ასაიდუმლოებს საავიაციო ბაზარზე არსებული სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ ინფორმაციას. ამიტომ მივმართავთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, შეისწავლოს საქართველოს საავიაციო ბაზარი და შესაბამისი სახელმწიფო ინტერვენციები“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ლელო საქართველოსთვის“ თავის ხედვებში და სამომავლო გეგმებში დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს საავიაციო ჰაბად გარდაქმნის საკითხს.

„გვჯერა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავზარდოთ არა მხოლოდ მგზავრთა ნაკადი საქართველოში და საქართველოდან, არამედ საქართველოს გავლითაც. ამას გარდა, ჩვენ ვიცით, როგორ განვავითაროთ სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრია და როგორ მოვიზიდოთ მულტინაციონალური კომპანიები ამ სექტორში.

ასეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად კი აუცილებელ წინაპირობად მიგვაჩნია გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზარი, სადაც თამაშის წესები იქნება სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი. ამიტომ ვითხოვთ ინფორმაციის გასაჯაროებას იმის შესახებ, თუ რომელი ავიაკომპანია რა პირობითა და ვალდებულებით იღებს სუბსიდიას სახელმწიფო უწყებებიდან. ველოდებით კონკურენციის სააგენტოს მყისიერ რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.