01.ივნისი .2020 17:40

„ლელო ბავშვებისთვის“ – 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

views 166
უკან

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით და ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით მოეწყო სიმბოლური მსვლელობა - ლელო ბავშვებისთვის - ახალი ძალა, ახალი იმედი.

12:00 საათზე „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა მსვლელობით თბილისის სხვადასხვა რაიონში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში, გორსა და სხვა ქალაქებში სიმბოლური აქციით მიულოცეს დღევანდელი დღე ბავშვებს. დაარიგეს ბუშტები, დროშები და სიმბოლური საჩუქრები. სკვერებში და ღია სივრცეებში ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობა და მცირე მასშტაბის გასართობი წარმოდგენები.

„ლელოს“ წარმომადგენლები დღეს ასევე ეწვივნენ რამდენიმე სახლს და დღევანდელი დღე მიულოცეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.

„დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ქუთაისში „ლელოს“ ოფისი, ისევე, როგორც ლელოს ყველა ოფისი, საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს ბავშვებთან ერთად ამ დღეს. როგორც წესი, ბავშვთა დაცვის დღე არის მხიარულების დღე, მაგრამ ჩვენ არ გვავიწყდება, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელსაც არ აქვს დალხენილი და მხიარული ცხოვრება სერიოზული სისტემური პრობლემების გამო.

„ლელო“დიდი ყურადღებით ეკიდება ბავშვების ინტერესებს. ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტს და ყველა მიმართულებით ლელოს მოდელი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის თუ სხვა, იქნება ორიენტირებული ბავშვზე.“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ბავშვთა დღე მივულოცეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას საჭიროებენ, როგორც სახელმწიფოსგან ასევე მთელი საზოგადოებისგან. განსაკუთრებით მიხარია, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო ამ მხრივ ძალიან სერიოზულად მუშაობს. უნდა გვახსოვდეს რომ ამ ბავშვებს აქვთ უფლება იყვნენ ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები და ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი",  - განაცხადა დეა მეტრეველმა.

ისნის რაიონში იმყოფებოდა „ლელოს“ ლიდერი ლანა გალდავა, რომელმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

„ჩვენ, „ლელო“ ვართ ახალა ძალა, ახალი იმედი შესაბამისად გვსურს რომ გავაბედნიეროთ მთელი საქართველოს ბავშვები, ბედნიერი ბავშვი არის ბედნიერი ოჯახი, ბედნიერი ოჯახი არის ბედნიერი საქართველო. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და ამ ბავშვების მომავლისათვის უნდა ვიღვაწოთ, ვიომოთ, ვიშრომოთ და გავაკეთოთ ყველაფერი რომ ბავშვებს ნათელი მომავალი ჰქონდეთ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „ლელოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა.
NS


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა