მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლელო“ მედიის რამდენიმე წლით გადასახადებისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

61b892a6159d2
ინგა მურუსიძე
14.12.21 17:45
585
პარტია „ლელო“ მედიის რამდენიმე წლით გადასახადებისგან გათავისუფლების ინიციატივის გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა საბა ბუაძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააჟღერა, სადაც აზარტული თამაშებისთვის რეგულაციების გამკაცრების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

საქმე ის არის, რომ სხვადასხვა რეგულაციასთან ერთად, ონლაინ აზარტული თამაშების რეკლამირება იკრძალება. "აზარტული თამაშების რეგულაციით სარეკლამო ბაზარს 30 მლნ დააკლდება", - აცხადებენ ტელევიზიების წარმომადგენლები. 

„რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მედია არ დადგეს ფინანსური პრობლემების წინაშე? არ შეექმნას პრობლემები და გაგვიქარწყლდეს ის ეჭვები, რომელიც გვაქვს მედიის შევიწროების მიმართულებით?!

გადასახადებისგან მედიის გათავისუფლების ინიციატივის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ზიანი შემცირდეს, ისევე როგორც ამ რეგულირებით გამოწვეული ზიანი, რომ მედია არ დადგეს გარკვეული ფინანსური კრიზისის წინაშე. უნდა დავაწესოთ შეღავათი, რომ მედიას არ შეექმნას ის პრობლემები, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია“, - თქვა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებითაც, "კანონპროექტი კეთილშობილური იქნებოდა, კრიტიკულ მედიასთან ბრძოლას რომ არ ჰგავდეს".

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონის მიღებით, მედიას შემოსავლის ძირითადი წყარო უქრება.