საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, დეპუტატების ნაწილი მედიასაშუალებების მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვს. ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საგადასახადო კოდექსში.
„საერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბუნებრივია, არასახარბიელოდ გამოიყურება ქართული მედიის ფინანსური მდგომარეობაც. ჟურნალგაზეთებს და რადიომაუწყებლობას რომ თავი დავანებოთ, რომელთა შემოსავლები ყოველთვის მოკრძალებული იყო, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ტელევიზიებიც კი, რომელთა შემოსავლები, სხვა სახის მედიასთან შედარებით, ბევრად დიდია ხოლმე.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუ 2014 წელს საქართველოში მოქმედი სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი მაუწყებლობიდან 94.6 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 108.6 მილიონ ლარამდე, ანუ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 14 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა ეს მცირე ზრდაც კი მოჩვენებითია. სინამდვილეში სახეზეა შემოსავლების მკვეთრი შემცირება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ვალუტის კურსის მკვეთრი გაუარესებაა. თუ 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში, სანამ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დაიწყებოდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო, 2020 წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.1097 ლარი გახდა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან
მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტორონული მედია.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება მაუწყებლებისა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიის, აგრეთვე იქ დასაქმებული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც 2021 წლის დეკემბერში „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2022 წლის 1 მარტიდან აღნიშნულ სუბიექტებს შეუმცირდებათ სარეკლამო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რის გამოც, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ კადრების ოპტიმიზაცია.
აქვე აღსანიშნია, რომ ინიციატივა შეეხება 2020 წელს მაუწყებლობის დარგში მყოფ 112 მოქმედ სუბიექტს.
რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სუბიექტების მიერ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადები, რომელთაც ეხებათ წარმოდგენილი კანონპროექტი, ჯამში არის 24,935,499.4 ლარი. შესაბამისად, იმ დაშვებით, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტების შემოსავალი არ შემცირდება წინა წელთან შედარებით, სწორედ აღნიშნული მოცულობის მოგების გადასახადისა და დღგ-ს სახით გადახდილი თანხები მოაკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. რაც შეეხება მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ის შემცირდება 22,766,663.9 ლარის 19%-ის ოდენობით.
ინიციატივას ხელს აწერენ დეპუტატები: სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი. მიღების შემთხვევაში, კანონის ძალაში 2023 წლის 1 იანვარია დასახელებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი