პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა, რომელიც კრიტიკული მედიების შევიწროებას, საბოლოოდ კი, მათ გაჩუმებას და ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად, ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ქმნის ავტორიტარიზმის აშკარა საფრთხეებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ახლა, როდესაც პრაქტიკულად უკვე საარჩევნო წელში ვიმყოფებით.
გუშინ ხელისუფლებამ მორიგი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელი ტელევიზიების ნაწილი (ტვ პირველი, რუსთავი 2, ტელეკომპანია კავკასია და ორი რეგიონული მაუწყებელი) გააფრთხილა და მიმდინარე დავალიანების გადახდისთვის ერთდღიანი ვადა მისცა, მეორე დღესვე კი, მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებული ტელევიზიები ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. იმავე სამსახურს აღნიშნული არ გაუკეთებია სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, რომლებსაც წლებია, მილიონობით ლარის დავალიანება დაუგროვდათ ბიუჯეტის წინაშე.
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონორება; დიალოგის და არა ულტიმატუმების რეჟიმში გადაიყვანოს მათთან მოლაპარაკების პროცესი საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით; ხელი აიღოს შერჩევით მიდგომებზე.
მოვუწოდებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს საქართველოში და გააკეთონ ყველაფერი მათი შესაძლებლობების ფარგლებში, არსებული მედია-პლურალიზმის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.
ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა“ ტროლებისა და ბოტების სიცრუის ინდუსტრიის შექმნასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რაც პოლიტიკური ოპონენტების და საზოგადოებრივად აქტიური პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, ვერ და არ იქნება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ ღია. საქართველოს მოქალაქეებს ამგვარი მიუღებლობის არაერთი მაგალითი ახსოვთ ახლო წარსულიდან. თუმცა, ერთია, რა მოსწონს ხელისუფლებას, და მეორეა - რა სჭირდება სახელმწიფოს: კრიტიკული, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების არსებობა და მრავალფეროვანი მედია-გარემო სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა