მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს

5df61a0f663e8
BM.GE
15.12.19 15:31
999
მამუკა ხაზარაძე და "ლელოს" ლიდერები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციაში ასევე მონაწილეობს "ლელოს" ექიმთა ჯგუფი. აქციის მონაწილეები გაემართებიან საოკუპაციო ხაზთან და ვაჟა ექიმის ოჯახთან ერთად მშვიდობიან აქციას გამართავენ.

"ხელისუფლება არის უუნარო. მან არამარტო ამ, არამედ უამრავ საკითხში ვერ შეძლო სახელმწიფო ინტერესის დაცვა. შესაბამისად, არანაირი იმედი არ მაქვს მისი ქმედუნარიანობის. ერთადერთი იმედი საზოგადოებაა, რომელიც აქ იკრიბება.

საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს, რომ მსგავსი საკითხი არ არის ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა. მე აქ მოვედი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. როდესაც მსგავსი მოვლენა ხდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად.

სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებებს მართავს, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მისი წარმომადგენელი კი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება, რაც გამოხატავს მმართველი პარტიის მენტალობას და შიდა საუბრებს.

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ეს არის საზოგადოება, რომელიც ერთიანია, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეგნება და სახელმწიფოებრიობის განცდა. ეს ადამიანები გაისტუმრებენ ამ ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება იმ სახელმწიფოს მშენებლობის გზას, სადაც მსგავსი ფაქტები არ მოხდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.