მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელომ" 6-მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

5e7e1741c6f20
BM.GE
27.03.20 19:08
2408
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ლელოს’’ 6 - მილიარდლარიანი ანტიკრიზისული მოდელი წარადგინა, რომელიც 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს.

პარტიის ინფორმაციით, ანტიკრიზისული ღონისძიებები საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანამ გადალახოს კრიზისი, რომელიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ.

მათივე ცნობით, გეგმა, რომელიც ,,ლელომ’’ წარადგინა საზოგადოების წინაშე, არის მოდელი, რომლის გარშემოც უნდა დაიწყოს აქტიური მსჯელობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და საზოგადოების ჩართულობით.

6 მილიარდლარიანი ,,ლელოს’’ ანტიკრიზისული მოდელი გულისხმობს:

3 მილიარდი ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

• ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის და დაკრედიტების პროცესის მდგრადობას.
• აღნიშნული რესურსები გამიზნული იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

1 მილიარდ ლარიანი სოციალური დახმარების ფონდი

• ფონდი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება საარსებო თანხები შემდეგი 3 თვის განმავლობაში.

• თანხა მიზნობრივად მოხმარდება სასურსათო, კომუნალური, მედიკამენტების თუ სხვა საჭიროებების უზრუნველყოფას.

1 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის

• ეროვნულმა ბანკმა საკუთარი 3.2 მლრდ დოლარიანი რეზერვებიდან უნდა გამოყოს 1 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
• 3 თვით უნდა დაწესდეს ლარის კურსის დერეფანი - მინიმალური და მაქსიმალური ზღვრებით.

1 მილიარდ ლარიანი ფონდი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

• რესურსი უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის სტიმულირებას და დაუმუშავებელი მიწების მაქსიმალურ ათვისებას.
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტი.


„საქართველოს მთავრობამ 2 მილიარდი აშშ დოლარი (დაახლოებით 6.5-7 მლრდ ლარი) უნდა მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და მეგობარი სახელმწიფოებიდან შეღავათიანი სესხებისა და გრანტების სახით. ასევე, 1 მილიარდი ლარი უნდა გამოძებნოს შიდა რესურსიდან, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციის გზით. ხოლო 1 მილიარდი ლარის მობილიზება კი უნდა მოახდინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არსებული სავალუტო რეზერვებიდან“,- ნათქვამია ლელოს გეგმაში.