09.სექტემბერი .2021 20:42

„ლელომ“ თბილისის რეალური განვითარების 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

„ლელომ“ თბილისის რეალური განვითარების 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
views 502
უკან

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილი და გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას წარუდგინეს „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმა“.

„ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ "ლელო საქართველოსთვის" ხედვას თუ როგორი თბილისი გვინდა ვიხილოთ ყველამ ერთად ხვალ, მაგრამ ნებისმიერი საქმე რომელიც იწყება, იწყება იდეით, მიზნით და რაც მთავარია გუნდით. სწორედ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, თბილისის ათივე ოლქში არის ის გუნდი, რომელმაც შექმნა ის პროგრამა, ხედვა და გეგმა რომელსაც დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ.

"ლელოს" გუნდში არიან ის ადამიანები და მათ აქვთ ის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, რომელიც სანთლით საძებარია . "ლელოს" ამოცანაც სწორედ ის არის, რომ პროფესიონალები შემოიკრიბოს და შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში.

მინდა ყველას მოვუწოდო - მხარი დაუჭირეთ "ლელოს". დიახ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ იდეების განხორციელებაზე რომელიც დღეს წარვადგინეთ. ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ტყუილს არ გეტყვით და რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად გავაკეთებთ ხარისხიანად.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

„ლელოს“ თბილისის რეალური განვითარების გეგმა 9 პუნქტიანია:
1. „ქალაქი ქალაქში“ – 21 საუკუნის თბილისი
2. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი
3. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი
4. მწვანე ქალაქი
5. საქმიანი თბილისი
6. Connected თბილისი
7. ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი
8. მასპინძელი თბილისი
9. ძველი თბილისი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა