მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლენი კრავიცის კონცერტი 1 წლით გადაიდო

5eb162e0a5c1f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 17:30
1222
„არსებული რეალობიდან გამომდინარე და ჩვენი მსმენელის კეთილდღეობისთვის, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტის თარიღი განახლდა”, - ინფორმაციას ამის შესახებ კონცერტის მხარდამჭერი SOLO ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლენი კრავიცის კონცერტი 2021 წლის 29 მაისს, თბილისში, ისევ მსოფლიო ტურის "Here to Love"-ის ფარგლებში გაიმართება.

„თუ ბილეთი უკვე შეძენილი გაქვთ, SOLO-ს და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით ის მოქმედი რჩება და მომავალ წელს კონცერტზე დასასწრებად კვლავ გამოიყენებთ. მათ კი, ვისაც ბილეთის დაბრუნება გსურთ, 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსი 2021 წლის 29 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარდგება და ენერგიული გამოსვლითა და ცოცხალი შესრულებით შექმნის დაუვიწყარ განწყობას. აღსანიშნავია, რომ ლენი კრავიცის 2021 წლის ევროპის ტური საქართველოში დაიწყება.

ლენი კრავიცმა 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და დაამყარა რეკორდი საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში. მან 40 მილიონ ეგზემპლარად 10 სტუდიური ალბომის გაყიდვის შემდეგ ახალ სიმაღლეზე აიყვანა როკ-ენ-როლის, ფანკის, ბლუზისა და სოულის ერთიანობა.

ბილეთის ფასები Solo მომხმარებლებისთვის:
Fan Zone - 195 ₾
Standing Zone – 140 ₾
დასაჯდომი ადგილები - 95 – 245 ₾

6 წლამდე ბავშვები კონცერტზე დაიშვებიან ბილეთის გარეშე“, - აღნიშნული კონცერტის ბილეთების ონლაინ გაყიდვების ვებგვერდზე TKT.GE.