მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლენჯერში ჯამში ინფიცირების 30-მდე შემთხვევა დადასტურდა - პაატა იმნაძე

5f3398108f6c8
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 11:16
812
ლენჯერის შემთხვევასთან დადასტურებული კავშირის და ინფიცირების შემთხვევა უკვე 30-ია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა.

„ლენჯერის შემთხვევასთან ინფიცირების დადასტურებული კავშირის შემთხვევა უკვე 30-ია, აქედან 5 შემთხვევა თბილისში წამოსული ამ ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, დანარჩენი შემთხვევები დადასტურებულია თვითონ სვანეთში.
გუშინ 400-ზე მეტი ტესტი იყო აღებული და იქიდან არის 12 ახალი დადასტულებული შემთხვევა.

გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ტესტი ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზები, ანუ ჯამში გუშინ 1000 ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს, გუშინ იყო 4 სოფელში დღეს კიდევ გაფართოვდება არეალი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.