მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური შეზღუდვები მოიხსნა

5ea80bf84fd8c
ინგა მურუსიძე
28.04.20 14:00
786
ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპეციალური შეზღუდვები მოიხსნა, - ამის შესახებ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ორ გეოგრაფიულ არეალში შემოწმდა ყველა მოსახლე და ჩატარდა მასშტაბური თერმოსკრინინგი.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს მკაცრი კარანტინის რეჟიმში, სადაც დაახლოებით 4500-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ასევე ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, დღეიდან ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში სპეციალური შეზღუდვები მოიხსნება. 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ისე სოფელ ხიდისყურში შემოწმებულია ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე და ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მოიღების საშუალება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.