27.აგვისტო .2019 00:30

ლეონარდო დიკაპრიომ ამაზონის გადასარჩენად $5 მლნ გამოყო

views 512
უკან

ამაზონში ტყეში გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო თანხას გამოჰყოფს. ჰოლივუდის 44 წლის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია ბუნებისადმი ერთგულებით გამოირჩევა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. დღეს კი მსახიობი ამაზონის ტროპიკული ტყის გადარჩენისთვის იბრძვის.


როგორც ოსკაროსანმა მსახიობმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა, მის მიერ, ფილანთროპ პაველ ჯობსა და ბრაიან შეტისთან ერთად, გასულ თვეს შექმნილი გარემოს დაცვისთვის ფონდი Earth Alliance ცეცხლის ლიკვიდაციისა და ტყეში მობინადრე ინდიელთა ტომების დასახმარებლად 5 მლნ დოლარს გამოჰყოფს.

ამაზონის ტყის გადასარჩენი ფონდი კვირას შეიქმნა. სხვადასხვა შეწირულობით მიღებული თანხა აბორიგენებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ასევე ცეცხლის კერების განადგურებას მოხმარდება.


ბრაზილიის ამაზონში ხანძარი უკვე რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. დედამიწის ფილტვებში გაჩენილი ცეცხლი ზღუდავს ნახშირორჟანგს ატმოსფეროში და ანადგურებს ეკოსისტემას. ხანძარი უკონტროლოა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ახალი კერები ბოლივიაში, პერუში, არგენტინასა და ჩილეშიც ვრცელდება.