მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლექსო ალექსიშვილი: მოლოდინი, რომ მთავრობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არ არსებობს

60f182b1cfcb0
BM.GE
16.07.21 23:40
622
გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში PMCG-ის დამფუძნებელმა ლექსო ალექსიშვილმა კანონის უზენაესობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობა კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.

“ჩვენ რასაც ვუყურებთ და რაც იგრძნობა არის ის, რომ მოლოდინი იმის, რომ მთავრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ ამოცანას და კანონის უზენაესობას რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს. არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ შეიძლება ვიღაცის უფლებები დაირღვეს, საუბარია იმაზეც, რომ თუ ადამიანს უნდა რომ თავისუფლად აკეთოს რაღაც საქმიანობა და შესაძლოა ის უცხოელიც იყოს და ინვესტიციას საქართველოში ახორციელებდეს, აქვს თუ არა მას თავისუფალ მოქმედების არეალი და იქნება თუ არა მისი უფლებები დაცული.

ეს კითხვის ნიშანი ბევრჯერ ყოფილა ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ დღეს წარმოშობილი საკითხი. ნდობის თემა არის მთავრობის მიმართ უპირველესი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას მთავრობამ და უნდა უზრუნველყოს,”- განაცხადა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ლექსო ალექსიშვილმა.