მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლექვინაძე: წლის ბოლოს ლარზე მოთხოვნა იზრდება და ეს გამყარების ტრენდს აყალიბებს

5df782164b516
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.19 21:03
1196
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ BM.GE-სთან ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე სეზონური ფაქტორი მოქმედებს.

ლექვინაძის მიიჩნევს, რომ მესამე კვარტალში გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის სტაბილურობაზე და ინვესტიცების ზრდის შენარჩუნება ერთ-ერთი გამოწვევაა.

„ეს წელი გამორჩეულია ლარის გამყარების კუთხით ამ პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული სეზონური ფაქტორი, იმიტომ რომ საერთოდ სექტემბერი-ოქტომბერი მაღალი საიმპორტო შესყიდვებით ხასიათდება და ეს გავლენას ახდენს პირიქით კურსზე, თუმცა როდესაც ახლოვდება წლის ბოლო, პირიქით, ლარზე მოთხოვნა იზრდება და ეს გამყარების ტრენდს აყალიბებს.

მნიშვნელოვანია, რომ მესამე კვარტალი იყო გარკვეული ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, კარგია, რომ მეორე კვარტალში არსებული ჩავარდნა მესამე კვარტალის ზრდამ დააბალანსა და მე ვფიქრობ, რომ ზრდის ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც შესანარჩუნებელია ჩემი აზრით“, - გვითხრა ლექვინაძემ.

რაც შეეხება იმას, იქონია თუ არა გავლენა უცხოეთიდან გზავნილების ზრდამ ეროვნული ვალუტის გამყარებაზე, ლექვინაძემ განაცხადა: „თუ ჩვენ დავუკვირდებით, დეკემბერი-ნოემბერი გამორჩეულია გზავნილების მაღალი აქტივობით და ლარის გამყარებაში ამასაც გარკვეული ფაქტორი აქვს".