მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლერი ბარნაბიშვილი: ჩამოვედით და გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან

607863399b939
თელარა გელანტია
15.04.21 19:59
757
„გვინდა აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან, ჩამოვედით და ველოდებით მათ შეხვედრაზე“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. ჩამოსულები ვართ მე, ორი გუბერნატორი- იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის. ასევე, შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. დღეს ჩამოვედით, მოხდა აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია და ველოდებით მათ“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.