მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა (R)

62d51b5ac8d7d
BM.GE
18.07.22 12:52
507
მიმდინარე წლის 16 ივლისს, „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარკებზე, რომლებიც მიმოქცევაშია 2022 წლიდან, გამოსახულია სოხუმის, ფოთისა და ბათუმის შუქრები.

მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში, სანავსადგურო ქალაქების განვითარებამ, შუქურების აგების აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში იქნა აგებული შუქურები, რომელთაც დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სწორედ, არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოსტამ გამოსცა შუქურების მარკების სერია.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ.

მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. ღონისძიება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე, ქალაქ ფოთში გაიმართა.