მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყვეტს თუ არა ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსით და აივინფიცირებულთა მიღებას?

5f3f76273d3b7
ინგა მურუსიძე
21.08.20 11:21
1739
ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, დროებით ვაჩერებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, წყვეტს თუ არა ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსით და აივინფიცირებულთა მიღებას, რასაც ეზუგბაიამ უპასუხა: “ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, დროებით ვწყვეტთ. ესენი არიან კოვიდინფიცირებულები და აივშიდსით სტაციონარული პაციენტები, ხოლო დარაჩენი პაციენტები, ანუ აივშიდსის ამბულატორიული და სხვა წარმოშობის, ანუ ეტიოლოგიის ინფექციური ავადმყოფობით პაციენტების მკურნალობას ვაგრძელებთ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან მარტივია - ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია, ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა, რისი ნაწილიც არის სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, ასევე აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება, თან რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

უფრო ვრცლად - რაში არ ეთანხმება თენგიზ ცერვაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს იხილეთ ბმულზე