მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტზე ვადის წლის ბოლომდე დადგენა აბსოლუტურად არაადეკვატურია

5db958f745963
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.19 13:35
967
"წლის ბოლომდე ვადა ამ პროექტისთვის არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ვადაზე საუბარი ზოგადად არის არაადეკვატური. ამ საკითხების მოგვარებაზე [დარჩენილი 3 საკითხის] მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები", - განაცხადა საპარლამენტო მოსმენაზე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

როგორც რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, შუალედური ვალდებულებების 2019 წლის 31 დეკემბრამდე წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო "ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან" დადებულ ხელშეკრულებას გაწყვეტს. ლევან ახვლედიანის განცხადებით კი, დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას მხოლოდ კონსორციუმი ვერ შეძლებს და ის სახელმწიფოსთან კომუნიკაციის შედეგად უნდა გადაიჭრას. 

"მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ეს ჩვენი მოთხოვნები არაა. ეს არის წაყენებული ბანკების, ინვესტორების მიერ და არის წაყენებული ოპერატორის მიერ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ სამუშაო შეხვედრა მათთან. ორი თვის მანძილზე, ჩემი აზრით, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა რეალისტურია. დაწყება და რეალური პროგრესის მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ვფიქრობ, ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რეტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, ეს არასერიოზულია. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებლობა გვაქვს ეს პროექტი ძალიან იოლად, მარტივი სამი საკითხის გადაწყვეტით გავიყვანოთ ბოლოში და წარმატებით განვახორციელოთ ის", - ამბობს ლევან ახვლედიანი.