მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: შესაძლოა, მთავრობასა და ამერიკულ ფონდს შორის ღია შეხვედრაც გახდეს საჭირო

5da6f6f3ed1d8
ლიკა გურაბანიძე
16.10.19 15:30
1098
"ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკვე ღია შეხვედრაც გახდეს საჭირო საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფონდს შორის,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, კონსორციუმს გარკვეული იდეები აქვს, თუ როგორ შეიძლება პროცესები წინ წავიდეს.

„რისკების დაზღვევას მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ აგვარებს. უნდა დასხდნენ ფინანსური ინსტიტუტები, მთავრობა და ის ახალი ინვესტორები, რომლებიც პროექტს შემოუერთდებიან, რათა ერთობლივი ძალებით ყველაზე უპრიანი გზა გამოინახოს. ეს რისკი მაინც დასაზღვევია. ვინ იქნება ამის მონაწილე და როგორ გადაწყდება, ერთობლივი ძალებით უნდა შეთანხმდეს, ცალმხრივად არ გამოდის", - განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება ვალდებულებების შესრულების ვადებს, ლევან ახვლედიანის განმარტებით, ახლა ამაზე საუბარი კონსტრუქციული არაა.

ცნობისთვის: ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა "კონტი ჯგუფის" ჩამნაცვლებლად მთავრობას ოფიციალურად ორი კანდიდატი წარუდგინა -  Meridan Capital Limited-ი და ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი, თუმცა კონსორციუმის მენეჯმენტი ასევე ასახელებს ამერიკულ ფონდს, რომლის სახელწოდებაც ამ დრომდე ცნობილი არაა. 

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კონსორციუმს აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებთან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.