25.თებერვალი .2020 22:28

ლევან ბერძენიშვილის ნაწარმოები EBRD-ის ლიტერატურული პრემიის საუკეთესო ათეულში მოხვდა

views 367
უკან

ლევან ბერძენიშვილის ნაწარმოები „წმინდა წყვდიადი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლიტერატურული პრემიის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებულია.

კერძოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამოუკიდებელმა ჟიურიმ ლიტერატურული პრემიისთვის 10 ნაწარმოები შეარჩია. საბოლოო გამარჯვებული კი 22 აპრილს გამოვლინდება. მანამდე კი 30 მარტს სამ ფინალისტს დაასახელებენ. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში გაიმართება.

EBRD-ი ლიტერატურულ პრემიას საუკეთესო ნაწარმოებების ავრტორებს უკვე მესამე წელია გადასცემს.