მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

63c7d65b813e9
BM.GE
18.01.23 15:20
490
“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.


NS