საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც. „ხორვატია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრია, მათ შორის, ევროზონისა და შენგენის. ამდენად, ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი