მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი "9 პროდუქტის სუბსიდირების პროგრამის" ეფექტიანობას აფასებს

5eba8e6a9c973
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.20 16:36
1204
ფასების დაფიქსირება ვერანაირად ვერ იქნებოდა შესაძლებელი, ამას უბრალოდ მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის „სოფელზე ზრუნვის“ პაკეტის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ე.წ. "9 პროდუქტის სუბსიდირების პროგრამის" ეფექტიანობას შეეხებოდა. 

მისი თქმით, მთავრობამ ბიზნესს კურსის ცვლილება დაუზღვია, თუმცა ეს არ გულისხმობდა იმას. რომ ამ მექანიზმით ისინი ფასების ცვლილების სრულად შეჩერებას შეძლებდნენ.

„ცხელ ხაზზე შემოგვდის ინფორმაცია, ასევე, ჩვენი სამინისტრო ახდენს ფასების მონიტორინგს იმისთვის, რომ ინფორმაცია გვქონდეს დღეს და ვიცოდეთ, კონკრეტულად, რა სიტუაციაა კონკრეტული ობიექტებიდან, მაგრამ არასოდეს იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით. ჩვენ ვახდენდით საკურსო ფასის დაზღვევას ბიზნესებისთვის იმ შემთხვევაში თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. აქ ორი მიზანი გვქონდა: პირველი - შეგვექმნა მოტივაცია, რომ დამატებითი მარაგები შემოსულიყო ქვეყანაში, იმ პირობებში როდესაც სავაჭრო შეზღუდვები იყო; ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ფიზიკური დეფიციტი არ ყოფილა და მეორე - ფასების ზრდა არ მომხდარიყო, მაგრამ ფასების დაფიქსირება ვერანაირად შესაძლებელი ვერ იქნებოდა, ამას უბრალოდ, მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იყო შემარბილებელი ეფექტი, რამაც მოგვცა შეღავათი. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, კალათა იმ პროდუქტების, სადაც გვქონდა ინტერვენცია უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე - დანარჩენი პროდუქცია“, - განაცხადა დავითაშვილმა.