მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: ჩემს დეკლარაციაში კანონის არც ერთი პუნქტის დარღვევა და გადაცდომა არაა

5def870615b69
ინგა მურუსიძე
10.12.19 15:56
686
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის მტკიცებით, მის ქონებრივ დეკლარაციაში არანაირი უზუსტობა არ არის.

ასე ეხმაურება ლევან დავითაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც დავითაშვილის ოჯახის წევრების ქონებაზე იყო საუბარი.

„ჩემს შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების შემდგომ საჯარო სამსახურის ბიუროსთან მოხდა გადამოწმება ჩემი კონკრეტული დეკლარაციის. მათი მხრიდან დადასტურდა, რომ შენიშვნა დეკლარაციის შევსებაზე არ არსებობდა. მათ განახორციელეს დეტალური კვლევა, გადაცდომა არ არის. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როცა ხდება არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. მე გთხოვდით, რომ თქვენ თვითონ კითხოთ ბიუროს და აღნიშნული უწყება გაგცემთ ობიექტურ პასუხს. მე გადავამოწმე დეკლარაცია და დადასტურებულია, რომ კანონის არც ერთი პუნქტის დარღვევა და გადაცდომა არ არსებობს. მათ შორის ჩემს შემთხვევაში, ჩემს დეკლარაციაში არანაირი უზუსტობა არ არის. ჩემს მოადგილესთან დაკავშირებითაც მიმართეთ ბიუროს“, - აღნიშნა მინისტრმა.