მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი დიზელის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადებას არ გამორიცხავს

5fe0931c35ee3
ინგა მურუსიძე
21.12.20 16:45
887
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსჯელობა მიდის და გამორიცხული არაა, დიზელის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის გადაწყვეტილება გადაიხედოს.

როგორც ნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, საქართველოში ვერ შემოვა აზერბაიჯანული საწვავი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით 10-15 თეთრით იაფია, ხოლო ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, „სოკარი“ გადაიარაღდება და აზერბაიჯანული საწვავის შემოსვლის პრობლემა აღარ დადგება.

„ამ საკითხზე იყო საუბარი; ბიზნესის ასოციაციის და იმპორტიორთა ასოციაციის მხრიდან დადგა საკითხი ეკონომიკის
სამინისტროსთან, რადგან ეს მათი თემაა, ხოლო ჩვენ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო, პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

მთავრობის ბოლო სხდომაზე გავიტანეთ დამატებითი მოთხოვნები, რომელიც საწვავის ხარისხობრივი შემოწმების სტანდარტების გამკაცრებას ითვალისწინებს. ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული. გადაიხედება თუ - არა, გადაწყვეტილება ევრო 5-ის დიზელთან დაკავშირებით, ამას დღეს ვერ გეტყვით, მიდის მსჯელობა და შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.