მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

62bec57d172a1
მარიამ იზორია
01.07.22 14:45
461
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; ამასთან, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს.


დავითაშვილმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა იმ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება.


შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და მას რეფორმების განხორციელების კუთხით დაეხმარება.