მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ვენახებიდან დავიწყებთ

5fd8555d20c15
ლიკა გურაბანიძე
15.12.20 10:17
1555
"ღვინის ხარისხზე აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი სამოქმედო არეალი ხარისხის გაუმჯობესება იქნება და ამას ვენახებიდან დავიწყებთ", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამინისტრო ხარისხზე ზრუნვას მევენახე-ფერმერებთან შეხვედრებით 2021 წლის იანვარში დაიწყებს. რაც შეეხება სწორედ ხარისხთან კავშირში მყოფ ლაბორატორიებს, ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ღვინოზე ლაბორატორიული შესაძლებლობები არ აკლია.

“ქვეყანამ შექმნა ისეთი ლაბორატორიები, რომელიც დღეს მსოფლიო მოთხოვნების ადეკვატურია, სადაც მეღვინეობის თვალსაზრისით მაქსიმალური კვლევების ჩატარების შესაძლებლობები არსებობს. ამდენად, ჩვენი ლაბორატორიული შესაძლებლობები ადეკვატურია. ასევე, ღვინის ხარისხის კონტროლი საქართველოში ყველაზე მკაცრია",  - განმარტა დავითაშვილმა.