ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მენდეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა აქტუალური მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მზარდია ლატვიასთან სავაჭრო დინამიკა, განსაკუთრებით, ექსპორტი, რომლის მაჩვენებელიც 2022 წელს 31 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, ითქვა, რომ ლატვიიდან კაპიტალი წარმატებით მიემართება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვ. ხაზი გაესვა ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ ლატვია ევროკავშირის „თვინინგის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ლატვიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის წევრიც ლატვიის სეიმის სპიკერი ედვარდს სმილტენსია. აღინიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი კიდევ ერთი წარმატებული პლატფორმა იქნება ორმხრივი კავშირების გამყარების მიმართულებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი