პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ განიხილეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა.
"შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცე-კომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს.
რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში. განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის