მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: ნამახვანი ჰესის პროექტზე დადებითი დასკვნა კანონის დაცვით გაიცა

5e6115c0a84f6
ნუცა ბაზლიძე
05.03.20 19:20
1899
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველა პროცედურა გიარა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

"მათ შორის, არსებობს საექსპერტო დასკვნები. შესაბამისი ექსპერტები არიან პასუხისმგებლები თავიანთ შეფასებებზე. სამინისტროს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ პროცედურებს, რომლებიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და იმ საექსპერტო დასკვნებს, რომლებიც საქმის წარმოების მასალებში არის ხელმისაწვდომი, ამიტომ ყველა პროცედურა ამ კუთხით არის დაცული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მდინარე რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი 433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მათივე შეფასებით, პროექტის განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად, გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.