გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა.
„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება; ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ბიზნესსექტორის მხრიდან, არსებულ ვითარებაში, პასუხსმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული, გამჭვირვალე და ეფექტიანია. ჩვენ უნდა შევძლოთ სტაბილურობის და, ამავე დროს, ბიზნესის განვითარებისთვის პოზიტიური გარემოს შენარჩუნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, სოციალური მიმართულება შეხვედრის მონაწილე ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მისივე თქმით, გარკვეული მარაგების ხარჯზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ფქვილის ბაზარზე, სტაბილიზაცია იქნება.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები იცვლება, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, თუმცა ქვეყანაში გარკვეული მარაგები არსებობს, ამიტომ სტაბილური ფასი უნდა შენარჩუნდეს.
ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის