მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ინფიცირული ოჯახის ექიმები დისტანციურად მუშაობენ - მინისტრის მოადგილე

62038ad44225e
ინგა მურუსიძე
09.02.22 13:42
521
აქტიურად განიხილება მიდგომა, რომ იზოლაციის ვადები შემცირდეს და ტესტის საფუძველზე ადამიანებს სამსახურში გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ამ საკითხზე ისაუბრა ექიმების ინფიცირების კონტექსტში. როგორც ცნობილია, კლინიკებს მედპრესონალში დაფქისირებული მაღალი ინფიცირების გამო მუშაობა უჭირთ.

„მედპერსონალის ინფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და პირველი რისკი, რომლისაც ჩვენ გვეშინოდა, იყო სწორედ ეს. მედპერსონალის დიდი ნაწილი აცრილია, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის. აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება, რაც არის 5 დღე და შემდეგ ტესტირების საფუძველზე მათი სამსახურში დაბრუნება.  ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ უსიმპტომო და ნეგატიური პასუხის მქონე მედპრესონალი მეხუთე დღეს დაუბრუნდეს სამსახურს.

თუმცა, დღესაც, პირველადი ჯანდაცვის ქსელში სამედიცინო პერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფიცირებულია. ამგვარი ღონისძიებებით ცდილობენ კლინიკები გადაფარონ პრობლემები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.