მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა

64788cffdcdd1
BM.GE
01.06.23 16:28
462
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ელენა ბუდლიგერს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიურ გავლენას ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 21 პროცენტით გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განხილულ იქნა აღნიშნული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საუბარი წარიმართა ნაყოფიერ ურთიერთობებზე განათლების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის და სხვა სექტორებში. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიაფრენების განახლების მნიშვნელობას ბიზნეს-კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბიზნესსექტორის მოწინავე წარმომადგენლები შვეიცარიიდან, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებაზე საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით.