11.სექტემბერი .2019 10:40

ლევან დავითაშვილი: სპეკულაციები, რომ ყურძნის ფასი წელს დაბალია, უსაფუძვლოა

views 376
უკან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სპეკულაციები, რომ ყურძნის ფასი წელს დაბალია, უსაფუძვლოა.

ასე პასუხობს ის bm.ge-ს შეკითხვას, როგორია წელს ყურძნის ფასი წინა წელთან შედარებით, რადგანაც მევენახეთა ნაწილი ჩასაბარსბელი ყურძნის დაბა ფასზე მიუთითებს.

"ის, რაც მოხდა ივნისში, ამან, რა თქმა უნდა, დააზარალა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. ყოველ შემთხვევაში კომპანიების მოლოდინები ამან შეცვალა და ამან იმოქმედა გარკვეულ კონიუნქტურაზე. მიუხედავად ამისა, სპეკულაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ძალებისგან მოდის ან ფერმერების არასწორი ინფორმირებულობა, ვფიქრობ, არის ზედმეტი.

იმ შემთხვევაში თუ იქნება ჭარბი ყურძენი, წელს სახელმწიფო არის მაქსიმალურად მობილიზებული, რომ ასეთი პრობლემები არ შეიქმნას. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო კომპანიის მიერ დაქირავებული ქარხნები, რომლებიც არის გახსნილი მთელი კახეთის მასშტაბით და ჩაბარების პრობლემა არ არის.

ფასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რაც მინიმალური ფასი იყო ყურძენზე შარშან, წელს ქვემოთ არ წამოსულა ეს ფასი. ეს ეხება თეთრ რქაწითელს, ინდუსტრიულ ყურძენს, ხოლო დანარჩენ ყურძენს რაც შეეხება, მისი ფასი ბოლო წლებში დაფიქსირებული არ არის. მიკროზონების, ყურძნის ხარისხის მიხედვით ყურძნის ფასები არის სხვადასხვა. საფერავის ფასი არის მინიმუმ 1.50 ლარზე მეტი, 2 ლარი. სხვა ფასებიც ფიქსირდება, რაც რეკორდულად მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, როცა იყო რეკორდული მოთხოვნა ყურძენზე და რეკორდული ფასი. ზოგადად რომ გავასაშუალოოთ, ფასი არის ძალიან მაღალი.

რქაწითელზე შარშან 70 თეთრი იყო და წელსაც ასეა, ასე რომ სპეკულაციები, რომ რამე შეიცვალა, არის უსაფუძვლო", - აცხადებს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა