მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში

5e6e0b03d29a8
BM.GE
15.03.20 15:00
1319
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში ფასების სპეკულაციურად გაზრდა არ მოხდეს. ამის შესახებ დავითაშვილმა სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერის დავალებით შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

დღეს ჯგუფის მუშაობის ფორმატში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.