ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სართიჭალაში, მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს.
კომპანია „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით, მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა 3" ააშენა.
„თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი კარგი მაგალითია ახალი კომპლექსი, რომელიც, მეფრინველეობაზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თვითუზრუნველყოფას. ქვეყანაში ფრინველის ხორცის წარმოება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 40%-ზე მეტით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ქვეყნის ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფა, არამედ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია. განსაკუთრებით ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური და მსხვილი ინვესტიცია პანდემიის პირობებში განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი კომპლექსის „სართიჭალა 3" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპლექსის ფარგლებში, „ჩირინა" ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს.
გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, EBRD კავკასიის ასოცირებული დირექტორი გიორგი ახალკაცი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესწრებოდნენ.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ