მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილმა „ჩალიკ ენერჯისთან“ ნიგოზას ქარის სადგურის განვითარების საკითხი განიხილა

621656a5d2db2
თელარა გელანტია
23.02.22 19:56
1221
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან, ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ, ქარის ელექტროსადგურის პროექტი მშენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვის სტადიაშია, რომლის დასრულების შემდეგაც ის მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დღეს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქული კომპანიის „ჩალიკ ენერჯის“ გენერალურ დირექტორ ონურ იუჩეკალთან ქარის ელექტროსადგურის განვითარების საკითხი განიხილა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი შიდა ქართლში განხორციელდება და მისი მშენებლობის ეტაპზე,, დაახლოებით 200-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. სადგურის ამოქმედების შემდეგ, 20-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე - 50 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 195 მლნ/კვტ/სთ იქნება. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 70 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, 2021 წელს ხელი მოეწერა ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 286 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,144 მლნ კვტ/სთ იქნება; ასევე ხელი მოეწერა მზის სადგურის განვითარების ხელშეკრულებებს, ჯამური სიმძლავრე 78 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 90 მლნ/კვტ/საათამდე.