მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო

62910b7609ebc
BM.GE
27.05.22 21:32
598
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები ექნება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტები ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გააცნო დეპუტატებს.

„მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ კუთხით სახელმწიფოს ექნება ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები, რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შემუშავდება განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელსაც შევთავაზებთ კერძო ინვესტორებს, რათა განახლებად ენერგიებში მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, გავზარდოთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება ე.წ. ფლაგმანური პროექტი - შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი, საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელის მშენებლობას.