მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილს გაუმართლა, პანდემია სრულდება და აღმავლობის პერიოდი იწყება - თემურ ჭყონია

6203d798625dd
ინგა მურუსიძე
09.02.22 19:20
2182
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი სერიოზულ შედეგებს მიაღწევს. ამის შესახებ მან bm.ge-ს სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.

„დამიჯერეთ, ლევან დავითაშვილი სერიოზულ შედეგს დადებს. ხშირი ცვლილებები მთლად საინტერესო არ არის, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი ადამიანის მიერ მეორის შეცვლა აუცილებელია. ლევან დავითაშვილს სერიოზული შედეგები ექნება. გაუმართლა, რომ პანდემია სრულდება, აღმავლობის პერიოდი იწყება. ამ პერიოდში მთავარია, რომ არ მოექცეს განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისივე შეფასებით, ხელი უნდა შევუწყოთ მინისტრს, მინისტრმა – ჩვენ და ასე მიიღწევა შედეგები.

შეგახსენებთ: დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრად, ნათია თურნავას ნაცვლად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დანიშნა.