მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან გოფოძე: „დღიურად 100-200 აცრა კეთდება, საიდანაც უმეტესობა ბუსტერია“

6234191a836c7
თათია ჩაფიჩაძე
18.03.22 21:53
712
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ დღიურად აცრების რაოდენობა 100-200 ერთეულს არ აღემატება.

აცრების რაოდენობის შემცირების გამო ორი კაბინეტი მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, სადაც დღიურად აცრილების რიცხვი 100-200 ერთეულია. როგორც საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, აცრის მსურველთა დიდი ნაწილი არა პირველად აცრებზე, არამედ ბუსტერ დოზებზე მოდის.

„აცრების რაოდენობამ იკლო, რა თქმა უნდა, საერთო დაავადებულების რაოდენობაც კლებადია, ბევრმა ადამიანმა გადაიტანა და ალბათ ამის შედეგიც არის. რესპუბლიკურმაც შეამცირა ბრიგადების რაოდენობა, ამჟამად მუშაობს ორი კაბინეტი, რომელიც უმკლავდება აცრების მსურველებს, დღიურად საუბარია 100-200 აცრაზე. ძირითადად მაინც ბუსტერ დოზებით იცრებიან, მსურველები უმეტესად ამ კატეგორიას წარმოადგენენ. ყველა ასაკობრივი ჯგუფია, თუმცა მესამე დოზას ძირითადად ახალგაზრდები იკეთებენ“,- განაცხადა გოფოძემ.