მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კალანდაძე კონკურენციის სააგენტოშიც ირაკლი ლექვინაძის პირველი მოადგილე გახდა

5e0f872485079
BM.GE
03.01.20 22:21
1486
ლევან კალანდაძე კონკურენციის სააგენტოს უფროსის ირაკლი ლექვინაძის პირველი მოადგილე გახდა. ამის შესახებ თავად კალანდაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

აღნიშნულის შესახებ bm.ge-მ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს დაწერა, თუმცა მაშინ კონკურენციის სააგენტოს პრეს-სამსახურში ფაქტი არ დაადასტურეს და თქვეს, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული.

შეგახსენებთ: ლევან კალანდაძე ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ლექვინაძე ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან ლექვინაძეს მიჰყვა კალანდაძეც.