მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კალანდაძე: წყალმომარაგების ახალი ტარიფი აუცილებელი რეალობით არის გამოწვეული

5feb2ee09e80b
BM.GE
29.12.20 17:27
645

ლევან კალანდაძის თქმით, ახალ ტარიფზე გავლენა იქონია კომპანიის საინვესტიციო გეგმებმა, რაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებისთვის აუცილებელ დანახარჯებს მოიცავს.

,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თბილისის, რუსთავისა და მცხეთისთვის წყალმომარაგების ახალი ტარიფები დაადგინა. ტარიფის მატება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება და მომსახურების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი ქონდეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს.” - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ.

 

(NS)