18.თებერვალი .2020 11:55

ლევან კობერიძე - პარლამენტმა 9 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ ეკა ტიკარაძე კომიტეტზე მოსულიყო

views 242
უკან

ეკატერინე ტიკარაძე მე მგონი ვერც ხვდება, რომ რეგლამენტი დაარღვია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკუდებელი დეპუტატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიში უნდა წარადგინოს და სამწუხაროა, რომ ეს მოხსენება იმ ფონზე უნდა ჩატარდეს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი აბსოლუტურად არღვევს მთლიანად კანონს რეგლამენტის შესახებ, უგულვებელყოფს მთლიანად რეგლამენტს და პარლამენტმა ვერ მოახერხა ის, რომ მინისტრი 9 თვის განმავლობაში კომიტეტზე მოსულიყო. მე მგონი ვერც ხვდება, რომ რეგლამენტი დაარღვია და კარგი იქნება თუ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუხსნით მას ამ საკითხს, დააყენებთ დღის წესრიგში თქვენს პოლიტიკურ გუნდში.

მე მგონია, რომ ასეთი საკითხები მინისტრების პოლიტიკური პასუსხისმგებლობით უნდა მთავრდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტში სანქციები გაწერილი არ არის“, - მიმართა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან კობერიძეს პირობა მისცა, რომ ტიკარაძე კომიტეტზე აუცილებლად მივა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა