მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე - ვფიქრობ, სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება და 520-ე დადგენილებას შეცვლის

5df88afe601cc
ინგა მურუსიძე
17.12.19 12:10
1030
"მე ვფიქრობ, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება, რომ სიჯიუტე არ გამოიჩინოს და შეცვლის თავის გადაწყვეტილებებს" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს EPRC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?, განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებების შეცვლის წინაპირობები არსებობს. 

„ეტყობა სადღაც დაიდო პირობა, რომ ბიუჯეტში თანხას აუცილებლად შეამცირებდნენ და ამის დასამტკიცებლად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ სამედიცინო სფერო ერთიანობაში შეინარჩუნებს პრინციპულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, სხვადასხვა ფორმატებში დავაყენებთ ამ საკითხს. ცუდი ის არის, რომ 520-ე დადგენილება არ შეჩერებულა, უკვე ერთი თვეა საკმაოდ დიდი პრობლემა იქმნება პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში. პაციენტები უკვე ბევრ სერვისს ვერ იღებენ. მინდა შევახსენო სამინისტროს, რომ ხარისხიან ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და მთავრობის ვალდებულებაა, ეს სერვისი მოქალაქეებს მიაწოდოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.