მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ რეგულაციები სწორედ ქსელურ კლინიკებს აწყობთ

5e2fe698515f3
ინგა მურუსიძე
28.01.20 11:55
939
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ ქსელურ კლინიკებს აწყობთ რეგულაციები.

დღეს პარლამენტში ფრაქციის წევრები კლინიკების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც როგორც კობერიძე ამბობს, ქსელური კლინიკების წარმომადგენლები არ მივიდნენ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, პირველადი ჯანდაცვის საბჭოს პირველ სხდომაზე მხოლოდ კლინიკა „ევექსის“ წარმომადგენელი მივიდა და მას შემდეგ სხდომებს აღარ დასწრებია.

„არც ერთი კლინიკა, რომელიც დღეს არის მოსული, არ წარმოადგენს ქსელურ ორგანიზაციას. ეს არის ცალკეული, მაღალპროფილუური, მაღალხარისხიანი მომსახურეობის მქონე კლინიკები ანუ ის 25 კლინიკა, რომელიც თავის დროზე მიმართავდა მინისტრს წერილით, პრაქტიკულად არც ერთი. „ევექსი“ იყო ერთადერთი და შეხვედრებზე მას შემდეგ აღარ დადის. სიმართლე ვთქვა, იყო გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი მიდგომა. ერთადერთი, ვისაც შეიძლება მსგავსი ტიპის რეგულაციები აწყობდეს, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ქსელური კლინიკები. თვითონ უნდა უარყონ ან დაადასტურონ ეს ფაქტი“, - განაცხადა კობერიძემ.